Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მართავს რუსეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანას და ხალხს “კაგებეს” ყოფილი თანმშრომლების ხელით


რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ მალე განკარგულება გასცა:

ქვეყანა თავდაჯერებული უნდა მიემართებოდეს წინ. ამ იდეის გატარებისთვის 2 ამ დროს “ქვეყანაში” შეიძლება საბჭოთა კავშირსაც გულისმხობდა 2 პუტინმა საკმაოდ მჭიდრო და უხილავი ქსელი შექმნა თავისი ყოფილი თანამშრომლებისა და კოლეგებისა. პუტინს მეგობრები და კოლეგები სახელმწიფო უშიშრობის კომიტეტში ჰყავდა, საბჭოთა საიდუმლო სამსახურში, რომელიც იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი და არაადამიანური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა. “კაგებეს” სახელი გატეხილი აქვს. ყოველ შემთხვევაში, დღეს, დასავლეთისა და, რუსეთის, ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოწინავე წრეებში, ამ ორგანიზაციის პატივისმცემელს ვერ ნახავთ. რუსეთში ჯერ კიდევ დიდია მათი რიცხვი, ვინც “კაგებეს” და მის წარსულ საგმირო საქმეებს აფასებს, მაგრამ პუტინმა ყველაზე კარგად იცის, რომ ქვეყნის მართვა საიდუმლო სამსახურზე ღიად დაყრდნობით არ ივარგებს. დღეს “კაგებეს” “ეფესბე” ჰქვია, “უშიშროების ფედერალური სამსახური”. საიდუმლო სამსახურის არსებობა შეიძლება ლოგიკური იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას საიდუმლო მტრები ჰყავს. მაგრამ მხოლოდ ოფიციალურად არსებულ საიუდუმლო სამსახურზე არ ვლაპრაკობთ. რუსეთის მასშტაბით, პუტინი ფლობს ერთგულ პირებს, რომლებიც ისე, რომ წინა პლანზე არ არიან, კრემლის საქმეს აკეთებენ. არ არის იშვიათი, რომ რომელიმე რეგიონის მმართველი გადადგება ხოლმე, მაგალითად, როგორც ეს ინგუშეთის პრეზიდენტის რუსლან აუშევის შემთხვევაში მოხდა. აუშევი, როგორც ცნობილია, მეზობელ ჩეჩნეთთან ჰარმონიულ ურთიერთობას ესწრაფოდა, რაც პუტინის კონცეფციას არ ეთანხმებოდა. ამავე დროს სრულიად უცნობი, მოყვარული პოლიტიკოსები გამოჩნდებიან და საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ ხოლმე. ისინი პუტინის ლენინგრადის დროინდელი თანამშრომლები და მეგობრები არიან. ამის საუკეთესო მაგალითია სერგეი მირონოვი, რომელიც ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე გახდა, სახელმწიფოს რანგით მესამე თანამდებობაზე დასვეს. იმისთვის, რომ ასეთი დანიშვნები შეფერხების გარეშე წარიმართოს, ადგილებზე გამწესებული არიან საიუდუმლო სამსახურის ოფიცრები, რომლებიც წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოს ატარებენ. დღეისათვის, ლენინგრადის “კაგებეში” ყოფნისა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამსახურის დროინდელი ოცზე მეტი ერთგული თანამშრომელი ზის კრემლში პასუხსაგებ თანამდებობებზე. უშიშროების გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი ივანოვმა გადაიბარა რუსეთის უშიშროების საბჭოს და შემდგომ თავდაცვის სამინისტროს რეორგნიზაცია. გენერლები ნიკოლაი პეტრუშევი და სერგეი ლებედევი საშინაო და საგარეო საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელები გახდნენ. მათი კოლეგები ასევე უშიშროების სამსახურის გენერლები, ვიქტორ ჩერკასოვი და გეორგი პოლტავჩენკო, ჩრდილო-დასავლეთსა და ცენტრალურ რუსეთში პრეზიდენტის წარმომადგენლებად გაუშვეს. “კაგებეს” პოლკოვნიკი, პუტინის თანატოლი ნიკოლაი ბობროვსკი, რომელიც პუტინის მსგავსად გერმანულადაც ლაპარკობს, რუსეთის კრიმინალური პოლიციის შეფი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა კრემლის მეთაურის სურვილით. ეს სია ამით არ სრულდება. და არა მხოლოდ სახელმწიფო თანამდებობებზე ნიშნავენ პუტინის ახლობლებს. არაერთი სახელმწიფო კონცერნი და მისი სმგავსი ოგანიზაციაა “კაგებეს” ყოფილი თანამშრომლის ხელმძღვანელობის ქვეშ. ერთი გამოკვლევის თანახმად, მთელ რუსეთში, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში, საიდუუმლო სამსახურის 5 ათას ექვსასი ოფიცერი დანიშნეს მაღალ თანამდებობებზე.
მაგრამ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს არა მხოლოდ ნიშნავენ სხვადასხვა თანამდებობაზე. მათ პუტინის პოლიტიკის უზადო განხორციელება ევალებათ და ამას დღემდე ახერხებენ კიდეც. რუსეთს, ერთი შეხედვით, როგორც სახელმწიფოს, მომხრეები და მეგობრებიც კი გაუჩნდა და დასავლეთში მოსკოვს ანგარიშს უწევენ, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს და არა მხოლოდ მისი მითიური, ბირთვულ რაკეტებზე დამყარებული სიძლიერის გამო. რუსეთი სტაბილური გახდა პოლიტიკურად. ეს კი პუტინს, რომელსაც კანონის დიქტატურის მომხრეს უწოდებენ, არ უჭირს თავისი იმ ახლობლების დახმარებით, რომლებიც, როგორც სიდუმლო სამსახურს უწოდებენ, “კომპრომატების მონოპოლიას”განაგებენ. საკმარისია სადმე გაიჭაჭანოს პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობაზე პრეტენზიის მქონე პუტინის არმომხრე პიროვნებამ, მაშინვე ამოქმედდება ხოლმე მასზე მაკომპრომეტირებელი მასალის გამოვლენის მანქანა. მასალა კი ყველაზე აქვთ და რამდენიც გნებავთ. დაწყებული საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობებით, დამთავრებული ფარულად გადაღებული თუ ყალბი პორნოგრაფიული ფირებით, რომლებზეც ამა თუ იმ არასასურველი პირის მსგავსი ადამიანია გამოსახული შიშველი, სხვა შიშველ ადამინებთან ერთად. ამ მეთოდით თავის დროზე მოიშორეს გენერალური პროკურორი სკურატოვი, რომელიც კორუფციის საქმის გამოძიებისას ძალიან მიუახლოვდა კრემლს. ახლა ბრძოლა გამოუცხადეს და დახურეს რუსეთის სატელევიზიო არხი “ტე ვე-6”, რომლის წამყვანი ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი ასევე პორნო-კომპრომატის მსხვერპლი გახდა. ამ ტელეარხის დახურვის აქციის პერიოდში, რუსეთში გავრცელდა ანეკდოტი, რომელიც კარგად ასახავს რუსეთის მდგომარეობას. აი, ანეკდოტი: “რატომ იყვნენ ნიღბებში ის პირები, რომლებიც ტელეარხის შენობაში შეიჭრნენ? იმიტომ, რომ პუტინს ყველაფრის გაკეთება თვითონ სურს”.
რასაც პუტინი აკეთებს ან მიზნად აქვს, დასაძრახი არ არის. მას სურს, რომ რუსეთი ეკონომიკურად მძლავრი გახდეს, დამყარდეს წესრიგი და დისციპლინა. მაგრამ, როგორც ერთი მოსკოველი ფილოსოფოსი ამბობს, რუსეთის პრეზიდენტმა ვერ გაიგო ელემენტარული რამ: ევროპა მხოლოდ ეკონომიკური სიმძლავრე და წესრიგი არ არის, იქ პარლამენტარიზმი მოქმედებს, მრავალპარტიული სისტემები ბატონობს და ადამიანებს თავიანთი უფლელების დაცვა შეუძლიათ. დემოკრატიის პუტინისეულ გაგებას აკლია ეს საკმაოდ დიდი და ნათელი პუნქტი, რომელსაც დასავლელი პოლიტიკოსები მიჩვეული არიან და ალბათ ამიტომ თუ დაუმეგობრდნენ ამ, როგორც ჩვენში დამცინავად და დამამცირებლად უწოდებდენენ ხოლმე,“კაგებეშნიკს”. მაგრამ მის ამ მეთოდებს, ჯერჯერობით რუსეთში და სხვაგან ვერაფერს უპირისპირებენ. ყოველ შემთხვვაში ამ ეტაპზე გამარჯვება მის მხარესაა, ამას, სხვათა შორის, დესტრუქციული ძალების მიერ დაქცეული საქართველოს მდგომარეობაც კარგად აჩვენებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG