Accessibility links

აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს გრძელდებოდა ბრძოლა


აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს გრძელდებოდა ბრძოლა დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს გრძელდებოდა ბრძოლა დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.
პაქტიის პროვინციის ახალი გუბერნატორის, ფაჯა ხანის ერთგულმა მეომრებმა პროვინციის დედაქალაქ გარდეზის აღება სცადეს, მაგრამ უკან, მთებში დაიხიეს, როდესაც მებრძოლების ნაწილი ბრძოლის ველის დატოვებით და შინ დაბრუნებით დაიმუქრა. ფაჯა ხანის თქმით, მას სურს კონტროლის დამყარება ქალაქზე, ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის დავალებით. ფაჯა ხანის რაზმებთან დაპირისპირებული მებრძოლები ემხრობიან პუშტუნების ლიდერს, საიფ ულაჰს, რომელიც პაქტიის პროვინციას, იქიდან გასული წლის მიწურულს თალიბანის გასვლის შემდეგ დაეპატრონა. საიფ ულაჰის შენაერთების სარდლის, ღაზი ამერის განცხადებით, შეტაკებებმა სულ ცოტა 50 ადამიანის, მათ შორის 20 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG