Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შედარებით სიმშვიდე იყო აღმოსავლეთი


დღეს შედარებით სიმშვიდე იყო აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში, სადაც დაპირისპირებული დაჯგუფებები კონტროლის დაწესებას ცდილობენ.

დღეს შედარებით სიმშვიდე იყო აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში, სადაც დაპირისპირებული დაჯგუფებები კონტროლის დაწესებას ცდილობენ.
როგორც იტყობინებიან ორდღიან ბრძოლებში 60 კაცამდე დაიღუპა. ქალაქის თავების თქმით, მათ მოიგერიეს ჰადშაჰ ხანის რაზმები. ეს უკანასკნელი ძალით შეეცადა ქალაქის აღებას, მას მერე, რაც ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამიდ კარზაიმ იგი მერად დანიშნა. გამარჯვებული დაგჯუფების მეთაურმა, ჰაჯი საიფულამ, თქვა, რომ ბრძოლა, რომელშიც მძიმე შეირაღება მონაწილეობდა, გამთენიისას შეწყდა მას მერე, რაც ხანის რაზმებმა ქალაქის გარეუბნებისკენ დაიხიეს. გარდეზი ქაბულიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული.
XS
SM
MD
LG