Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები

ნატოში შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეები აუცილებლად არ დაუჭერენ მხარს ახალ სამხედრო ოპერაციებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება განახორციელოს ეგრეთწოდებული ”ბოროტების ღერძი ქვეყნების” მიმართ.

ისინი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ამასწინანდელ გამოსვლაში იყო ნახსენები. ამის შესახებ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა ნიუ იორკში, მსოფლო ეკონომიკურ ფორუმზე. რობერტსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 11 სექტემბერს ვაშინგტონსა და ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტების საპასუხოდ ევროპელმა მოკავშირეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ავღანეთში შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ კამპანიას. ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ წარმოუდგენია ამ ტერაქტებთან ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის კავშირის დამამტკიცებელი საბუთები. ამასთან, აღნიშნა რობერტსონმა, თუკი ასეთი ინფორმაცია შემოვა, ნატოს ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ მასო.
XS
SM
MD
LG