Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და პაკისტანი ყოველ


შეერთებული შტატები და პაკისტანი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა აღმოაჩინონ ამერიკელი ჟერნალისტის, დევიდ პერლის, გამტაცებელთა კვალი.

შეერთებული შტატები და პაკისტანი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა აღმოაჩინონ ამერიკელი ჟერნალისტის, დევიდ პერლის, გამტაცებელთა კვალი.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა ვაშინგტონში, ამოწმებენ მთელს ელექტრონულ ფოსტას, რამაც შეიძლება დახმარება გასწიოს ჟურნალისტის ძებნაში. დენიელ პერლი, რომელიც ”უოლ სტრიტ ჯორნელის” კორესპონდენტია, პაკისტანში გასულ კვირაში გაიტაცეს. გამტაცებლები იმუქრებიან, რომ მოკლავენ მას, თუკი პაკისტანში არ დააბრუნებენ ისლამისტებს, რომლებიც შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე ჰყავთ გუანტანამოში. დღეს ამოიწურა გამტაცებლების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის მეორე ვადა. ჯერჯერობით არავითარი ცნობა არ მოიპოვება იმის შესახებ, თუ რა მოუვიდა ჟურნალისტს. პაკისტანის საგაერეო საქმეთა მინისტრმა აბდულ სატარმა თქვა, რომ პაკისტანის უშიშროების ორგანოებს მოეპოვებათ იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ პერლის გატაცებაში ინდოეთის ხელი ურევია. ინდოეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG