Accessibility links

ნიუ იორკში მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო


ნიუ იორკში მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც სამი ათასზე მეტი ცნობილი ბიზნესმენი, ეკონომისტი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე მონაწილეობს.

ნიუ იორკში მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც სამი ათასზე მეტი ცნობილი ბიზნესმენი, ეკონომისტი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე მონაწილეობს.
გუშინდელი გამოსვლების მთავარი თემა იყო მსოფლიოში ტერორიზმის, სიღატაკისა და ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლა. ფორუმის ორგანიზატორმა, კლაუს შვაბმა, შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ნიუ იორკში შეკრებილმა მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშავონ მსოფლიოს განვითარებისა და კრიზისული ვითარების დაძლევის ახალი კონცეფცია. ფორუმის პირველმა დღემ განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა სასტუმრო ”ვალდოფ-ასტორიას”, სადაც შეიკრიბნენ შეხვედრის მონაწილენი. 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე ეს ფორუმი შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდებოდა. მაგრამ წელს იგი ნიუ იორკში გადაიტანეს იმ ქალაქისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტები გადაიტანა.
XS
SM
MD
LG