Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარასკევს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარასკევს შეხვდა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობის სამ წევრს – პირველად ერთი წლის წინ პრემიერის პოსტზე არჩევის შემდეგ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარასკევს შეხვდა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობის სამ წევრს – პირველად ერთი წლის წინ პრემიერის პოსტზე არჩევის შემდეგ.
ისრაელის რადიოს ცნობით, შარონმა აჰმედ კორეის, მაჰმუდ აბასსა და მოჰამედ რაშიდს სთხოვა, გადასცენ ავტონომიის ხელმძღვანელს იასირ არაფატს, რომ ისრაელი განაგრძობს მასზე ზეწოლას მანამდე, სანამ პალესტინელთა ხელმძღვანელობა არ დაიწყებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. შეხვედრის შესახებ ცნობამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის გაზეთმა ”ედიოტ აჰრონოტმა” გამოაქვეყნა შარონთან ინტერვიუ, რომლეშიც განაცხადა, რომ აპირებს სთხოვოს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, რომ შეწყვიტოს არაფატთან ყოველგვარი კონტაქტი. შარონი არაფატს აკისრებს პასუხისმგებლობას უკანასკნელ ხანებში პალესტინელი ექსტრემისტების მიერ ჩადენილი ტერაქტებისთვის.
XS
SM
MD
LG