Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური


რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის უწყებების ექსპერტებმა პარასკევს განაახლეს რამდენიმე თვის წინ შეჩერებული კონსულტაციები

რუსეთისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური და თავდაცვის უწყებების ექსპერტებმა პარასკევს განაახლეს რამდენიმე თვის წინ შეჩერებული კონსულტაციები
საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ექსპერტები შეეცდებიან შეაჯერონ პოზიციები ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით. ოფიციალური თბილისი ბაზების გაყვანისათვის 3 წელს ითხოვს, ხოლო რუსეთის მხარის პოზიციით, ამ პროცესს 14 წელი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG