Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ შაბათს


საქართველოს პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ შაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სდომის წინ, რომელიც ნიუ-იორკში ხუთშაბათს გაიმართა და აფხაზეთის საკითხს მიეძღვნა,

საქართველოს პრეზიდენტმა ედურად შევარდნაძემ შაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სდომის წინ, რომელიც ნიუ-იორკში ხუთშაბათს გაიმართა და აფხაზეთის საკითხს მიეძღვნა,
მან თანხმობა განაცხადა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელებაზე. როგორც შევარდნაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ არ ყოფილიყო საქართველოს ხელმძღვანელობის თანხმობა მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელებაზე, არ იქნებოდა ის არსებითი მომენტები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ჩაიდო. ეს არის თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დევნილების დაბრუნება – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამ პუნქტების დაფიქსირება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG