Accessibility links

logo-print

ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს უშიშროებისადმი


ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს უშიშროებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს უშიშროებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
კონფერენციას მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და გავლენიანი პოლიტიკოსები ესწრებიან.მიმართა რა კონფერენციის მონაწილეებს, გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ ერაყი – სამიზნე უნდა გახდეს ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. მაკეინმა, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტს თავმჯდომარეობს სენატში,
სადამ ჰუსეინის შესახებ განაცხადა: ”ბაღდადში ცხოვრობს ტერორისტი, რომლის განკარგულებაში მთელი ქვეყნის რესურსებიაო”. მაკეინმა თქვა, რომ მორიგი ფრონტი ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში – გარკვეულია, და რომ მსოფლიო არ უნდა მოერიდოს ამის აღიარებას. მისივე თქმით, ერაყში – ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები არსებობს და ცნობილია ისიც, რომ ერაყის ოფიციალური პირები ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” იყვნენ კავშირში.
XS
SM
MD
LG