Accessibility links

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა


იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა გაზეთ ”იზვესტიასათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს უბრძანებია თავისი შეიარაღებული ძალებისთვის -–ბარბაროსობა ჩაედინათ ბალკანეთში.

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა გაზეთ ”იზვესტიასათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს უბრძანებია თავისი შეიარაღებული ძალებისთვის -–ბარბაროსობა ჩაედინათ ბალკანეთში.
მილოშევიჩი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს სულ მალე ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით. ”იზვესტიას” მოჰყავს მილოშევიჩის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მისი ჯარის სარდლობა დამოუკიდებლად მოქმედებდა. ინტერვიუ, სააგენტო იტარ-ტასმა ჩამოართვა მილოშევიჩს. "იზვესტიაში" არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ეს.
XS
SM
MD
LG