Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის” სახელით


”პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის” სახელით ცნობილმა რადიკალურმა დაჯგუფებამ დღეს განაცხადა, რომ გამოდის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომიდან, ორგანოდან,

”პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის” სახელით ცნობილმა რადიკალურმა დაჯგუფებამ დღეს განაცხადა, რომ გამოდის პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასკომიდან, ორგანოდან,
რომელიც პალესტინელთა სხვადასხვა ფრაქციებს აერთიანებს. ”სახალხო ფრონტმა” განაცხადა, რომ ამით იგი პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ”სახალხო ფრონტის” ლიდერი, აჰმედ საადათი დააპატიმრა. ეს უკანასკნელი, ისრაელში რამდენიმე ტერორისტული აქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.დღეს დილით, ღაზის სექტორში, ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენებმა პალესტინელთა საზღვაო პოლიციის ობიექტებს მიაყენა დარტყმა.
XS
SM
MD
LG