Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგთის 190-კაციანი სამხედრო შენაერთი ყირგიზეთში


საფრანგთის 190-კაციანი სამხედრო შენაერთი ყირგიზეთში ჩავიდა დღეს, სადაც ბიშკეკის მახლობლად მდებარე მანასის აეროპორტი უნდა მოამზადოს იქ ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.

საფრანგთის 190-კაციანი სამხედრო შენაერთი ყირგიზეთში ჩავიდა დღეს, სადაც ბიშკეკის მახლობლად მდებარე მანასის აეროპორტი უნდა მოამზადოს იქ ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.
ამ შენაერთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სასტერ კოჩანოვსკიმ განაცხადა, რომ დღეს ბიშკეკში მშენებელი მუშები და დამხმარე პერსონალი, მათ შორის მედიკოსები, ტექნიკები და მზარეულები ჩავიდნენ. კოჩანოვსკიმ თქვა, რომ მანასის აეროპორტში, მომავალ თვეს, სულ 450 ფრანგი ჯარისკაცი, აგრეთვე 6 ავიაგამანადგურებელი ”მირაჟ-2000” და ორი დამხმარე თვითმფრინავი განთავსდება. ავიაგამანადგურებლები, ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტულ საბრძოლო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG