Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის მიერ გაგზავნილი სამშვიდობო დელეგაცია იუწყება წინსვლის შესახებ პაქტიის პროვინციაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობისას.

ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის მიერ გაგზავნილი სამშვიდობო დელეგაცია იუწყება წინსვლის შესახებ პაქტიის პროვინციაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების მცდელობისას.
დელეგაციის წევრმა, აშრაფ ღანი აჰმადზაიმ გამოთქვა იმედი, რომ აღარ მოხდება შეტაკებები მთავრობის მიერ გუბერნატორად დანიშნულ ჰაჯი ფაჯა ხან ზადრანისა და პაშტუნების ლიდერის, ჰაჯი საიფულას მეომრებს შორის. საიფულას მეომრები არ ცნობენ ზადრანს პაქტიის პროვინციის გუბერნატორად. ზადრანი და მისი შენაერთები იძულებული იყვნენ, უკან დაეხიათ გარდეზიდან (ის ქაბულის სამხრეთით 122 კილომეტრში მდებარეობს) მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს დაწყებულმა შეტაკებებმა ორ დღეში ათობით მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა. ჰამიდ კარზაის დავალებით, სამშვიდობო შუამავალთა დელეგაცია დღეს ჩავიდა გარდეზში, და, როგორც ვარაუდობენ, კიდევ ერთი დღე შეეცდება მხარეების შერიგებას. დღესვე ქაბულში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაიწყო სამდღიანი კონფერენცია, რომლის თემაა ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის აღდგენა.
XS
SM
MD
LG