Accessibility links

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ


რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს სამხილი, რომელიც ტერორიზმთან ირანის კავშირზე მიუთითებდეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს სამხილი, რომელიც ტერორიზმთან ირანის კავშირზე მიუთითებდეს.
სერგეი ივანოვმა მიუნხენის კონფერენციაზე წარმოთქმული ამ სიტყვებით უარყო შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის ბრალდება ირანის მისამართით. ბუშმა გასულ კვირაში მოიხსენია ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა ”ბოროტების ღერძად” და მათ ბრალად დასდო მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და მსოფლიოში მშვიდობისათვის საფრთხის შექმნა. ივანოვის თქმით, ირანი სინამდვილეში წლების მანძილზე ებრძოდა ტერორიზმს ავღანეთში. რუსმა მინისტრმა აღნიშნა აგრეთვე, რომ მასობრივი განადგურების იარაღის (ბაქტერიოლოგიური, ქიმიური თუ ბირთვული იარაღის) გავრცელება შესაძლოა ”ტერორიმზმე უფრო სერიოზული” პრობლემა იყოს. ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა უარყოფენ შეერთებული შტატების ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG