Accessibility links

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მეჰდი ქარუბიმ


ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მეჰდი ქარუბიმ თანამემამულეებს მოუწოდა 11 თებერვალს მასობრივ გამოსვლაში მონაწილეობისაკენ.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მეჰდი ქარუბიმ თანამემამულეებს მოუწოდა 11 თებერვალს მასობრივ გამოსვლაში მონაწილეობისაკენ.
ამ დღეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის მეცამეტე წლისთავს აღნიშნავენ. მისი თქმით, მრავალათასიანი გამოსვლა, რომელშიც ირანის მმართველი რეჟიმის მოწინააღმდეგეებიც მიიღებენ მონაწილეობას, აჩვენებს, რომ ირანელები ერთსულოვნად გმობენ მათი ქვეყნის მისამართით პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მძაფრ კრიტიკას. ირანში პარასკევს დაიწყო 1979 წლის რევოლუციასთან დაკავშირებული თარიღის აღსანიშნავი 10-დღიანი ოფიციალური ცერემონია.
XS
SM
MD
LG