Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი დელიში ჩავიდა ინდოეთის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი დელიში ჩავიდა ინდოეთის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად.
იგორ ივანოვი იზიარებს ინდოეთის აზრს, რომ პაკისტანის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის მხარდაჭერა უნდა შეფასდეს ამ ქვეყნის მოქმედებით საკუთარ ტერიტორიაზე მყოფ ტერორისტებთან მიმართებაში. დელიში ივანოვისა და მისი ინდოელი კოლეგის, ჯასვანტ სინხის მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ამ საკითხში ერთი აზრის არიან. მხარეებმა განიხილეს აგრეთვე ვითარება ავღანეთში და თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში. ინდოეთში ივანოვის ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში მოსალოდნელია აგრეთვე ოქმის გაფორმება, თავდაცვის სფეროში ვაჭრობის შესახებ.
XS
SM
MD
LG