Accessibility links

logo-print

აქციის შტაბის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ


აქციის შტაბის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ გამსახურდიას თქმით, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე მათ თავიანთ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

აქციის შტაბის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ გამსახურდიას თქმით, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე მათ თავიანთ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა პარტიზანული მოძრაობა ”ტყის ძმების” ლიდერი დავით შენგელიაც. ის პრეზიდენტთან შეხვედრამ ვერ დაარწმუნა იმაში, რომ აფხაზეთში მყოფი რუსი სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაფართოება სასიკეთო იქნება აფხაზეთის პრობლემის მოგვარებისთვის. დევნილთა საპროტესტო აქციის შტაბის წევრების განცხადებით, ისინი მოთხოვნებს არ შეცვლიან და მშვიდობიანი აქციებით შეეცდებიან, აიძულონ პრეზიდენტი, მიიღოს გადაწყვეტილება რუსი მშვიდობისდამცველების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ.
XS
SM
MD
LG