Accessibility links

მიუნხენში დამთავრდა უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი


მიუნხენში დამთავრდა უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

მიუნხენში დამთავრდა უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
ნატოს გენერალურის მდივნის, ჯორჯ რობერტსონის განცხადებით, ნატოს თანამშრომლობა რუსეთთან ტერორიზმის გარდა სხვა საკითხებით უნდა გაფართოვდეს. როგორც რობერტსონმა მიუნხენის კონფერენციაზე აღნიშნა, ნატო აპირებს რუსეთთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან ერთად მუშაობას და ახალი გზების მოსინჯვას. ამასთან საჭიროა სიფრთხილე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატოს ერთობა და ორივე მხარის მოქმედების დამოუკიდებლობა. ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა დღეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს შეერთებული შტატების თაოსნობით წამოწყებულ ოპერაციას ავღანეთში. მანვე გაამართლა რუსეთის ოპერაცია ჩეჩნეთში და დაგმო- მისი სიტყვებით- ”ორმაგი პოლიტიკური სტანდარტი” სეპერტიზმთან, რელიგიურ ექსტრემიზმთან და ფანატიზმთან მიმართებაში. ივანოვი მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოსაც შეეხო- მან აღნიშნა, რომ ჩეჩენმა მებრძოლებმა ”კრაზანის ბუდედ” აქციეს პანკისის ხეობა. რუსეთის ხელთ არსებული ინფორმაციით, პენკისში ამჟამად დაახლოებით 150 ჩეჩენი მეამბოხე იმყოფება. კონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტანას ვალიონისმა ნატოს მოუწოდა ახალი წევრების მიღებისაკენ, როცა ნოემბერში პრაღის სამიტი გაიმართება. ამ მოწოდებას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მხარი აუბეს ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG