Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების


სახელმწიფო უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების მრჩევლის აზრით, ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა აშკარა და უშუალო საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს.

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში შეერთებული შტატების მრჩევლის აზრით, ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა აშკარა და უშუალო საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს.
როგორც კონდოლიზა რაისმა ერთ-ერთი ამრიკული ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემაში განაცხადა, ის მართებულად მიიჩნევს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ სამი ქვეყნის ”ბოროტების ღერძად” მოხსენიებას. რაისის თქმით, ირანი ავრცელებს და ხელს უწყობს ტერორს, ჩრდილოეთი კორეა ავრცელებს მასობრივი განადგურების იარაღს, ხოლო ერაყი დესტაბილიზაციას იწვევს ახლო აღმოსავლეთში. დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა ირანი დაადანაშაულა თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” ზოგიერთი მებრძოლის ავღანეთიდან გაქცევის ხელშეწყობაში. ირანის ხელმძღვანელობა უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG