Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ხელისუფლება აპირებს, სტამბოლში, ბოსფორის


თურქეთის ხელისუფლება აპირებს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ, გვირაბი გაიყვანოს.

თურქეთის ხელისუფლება აპირებს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ, გვირაბი გაიყვანოს.
პროექტის თანახმად, ამ გვირაბით მეტროს ხაზი გაივლის, რაც თურქეთის უდიდეს ქალაქს არაერთ სატრანსპორტო პრობლემას გადაუჭრის. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის, ოქთაი ვურალის ცნობით, პროექტის ღირებულება მილიარდნახევარ დოლარს აღწევს. ამ თანხის ნახევარზე მეტს – 850 მილიონ დოლარს – კრედიტის სახით გაიღებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკი; იმ პირობით, თუ გვირაბის მშენებლობაში მხოლოდ იაპონიისა და თურქეთის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG