Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალები, რომლებსაც მანდატი 31 დეკემბერს ამოეწურათ, “ამ ეტაპზე სტაბილურობის გარკვეულ გარანტიებს ქმნიან, მიუხედავად მათ მუშაობაში არსებული ნაკლოვანებებისა”.

რუსი მშვიდობისდამცველებისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიცემული თანხმობის კომენტირებისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ ომის განახლების საშიშროება არ იარსებებს. პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის ორივე მხარეს არიან პროვოკატორები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ რათა ქართველი და აფხაზი ხალხები ახალ სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიონ.
XS
SM
MD
LG