Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობისა

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობისა და დსთ-ის ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია წინასწარი თანხმობა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეცვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ საკითხს “პრინციპულად” დასვამს 1 მარტს, თანამეგობრობის ალმა-ათის სამიტზე. ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამ სამიტზე მოხერხდა გარკვეული პროგრესის მიღწევა საკონტროლო ზონის გალის რაიონის მთელს ტერიტორიაზე გაფართოების საკითხში და ამ ტერიტორიაზე დაბრუნებული ლტოლვილებისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნის თაობაზე, მაშინ შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების გამართვა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების მიზნით.
XS
SM
MD
LG