Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, გაერო იზიარებს


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, გაერო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას კოდორის ხეობასთან დაკავშირებით.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, გაერო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას კოდორის ხეობასთან დაკავშირებით.
ხეობის დაცვა საქართველოსთვის, პრეზიდენტის თქმით, “სასიცოცხლო ამოცანაა”. “გაერო კანონიერად მიიჩნევს საქართველოს მხარის მისწრაფებას, საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოს ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაო” – განაცხადა პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში, გაუკეთა რა კომენტარი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 29-ე რეზოლუციას, რომელსაც შევარდნაძე “ისტორიულს” უწოდებს. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული რეზოლუციით გაერო ამ პრობლემაზე თვითონაც კისრულობს პასუხისმგებლობას. შევარდნაძემ დასძინა, რომ მიღწეულ შეთანხმებათა ფარგლებში, გაეროს მოთხოვნების დაურღვევლად, საქართველოს შესწევს უნარი, დაიცვას კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობა, რასაც გააკეთებს კიდეც.
XS
SM
MD
LG