Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის


რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, პანკისის ხეობა ჩეჩენ მეამბოხეთა ბანდებისგან გაწმინდოს და იქ წესრიგი დაამყაროს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, პანკისის ხეობა ჩეჩენ მეამბოხეთა ბანდებისგან გაწმინდოს და იქ წესრიგი დაამყაროს.

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე. გერმანიის ამ ქალაქში ივანოვმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. ივანოვის თქმით, რუსეთს არ შეუძლია, წლობით ითმინოს, რომ მისი საზღვრის სიახლოვეს ტერორისტთა ბანდები მოქმედებენ. მინისტრმა დასძინა, რომ პანკისის ხეობის პრობლემაზე რუსეთი იმსჯელებს “კონკრეტული საქმეების მიხედვით, და არა განცხადებებითა და დეკლარაციებით”.
XS
SM
MD
LG