Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა საშუალებას არ მისცემს “ტერორისტულ სახელმწიფოებს”, ხელთ იგდონ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ერთხელ კიდევ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა საშუალებას არ მისცემს “ტერორისტულ სახელმწიფოებს”, ხელთ იგდონ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.
ეს განცხადება მან ფლორიდაში, შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გააკეთა. ვიდრე ფლორიდაში გაემგზავრებოდა, ბუშმა კონგრესს წარუდგინა 2003 საფინანსო წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტის საერთო მოცულობა 2,12 ტრილიონი დოლარია. იგი ითვალისწინებს თავდაცვის სფეროს ხარჯების 48 მილიარდი დოლარით გაზრდას. შემცირდება დსთ-ის ქვეყნებისთვის დახმარების მოცულობა. თუ მიმდინარე საფინანსო წელს თანამეგობრობის ქვეყნებისთვის 755 მილიონი დოლარია გამოყოფილი, გაისად ეს ციფრი 30 მილიონით შემცირდება. 2003 წლის ბიუჯეტი კონგრესმა შემოდგომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი საფინანსო წელი 1 ოქტომბერს დაიწყება.
XS
SM
MD
LG