Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში წარუმატებლად


აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში წარუმატებლად დამთავრდა მოლაპარაკება ორ დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის.

აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში წარუმატებლად დამთავრდა მოლაპარაკება ორ დაპირისპირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის.
ამ ქალაქში რამდენიმე დღეს გაგრძელდა შეტაკებები დროებითი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული გუბერნატორის მხარდამჭერ ძალებსა და ერთ-ერთი საველე მეთაურის რაზმებს შორის. შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 50 ადამიანი დაიღუპა. დღესვე, ქაბულში ვიზიტად მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა, განაცხადა, რომ ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მას დაპირდა, რომ არ შეიფარებს ტერორისტებსა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებს. სანაცვლოდ რუსეთი, როგორც ივანოვმა თქვა, ავღანეთს ქვეყნის აღდგენაში დაეხმარება. [იგორ ივანოვის ხმა] “ავღანელებს ესმით, რომ რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე ვერ მიაღწევდნენ ასეთ შედეგებს და ამიტომ ისინი დაინტერესებული არიან, რომ რუსეთმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღოს ავღანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური აღდგენის პროცესში.” დღესვე, ჩრდილოეთი ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მიღწეულ იქნა საზავო შეთანხმება უზბეკი გენერლის, აბდულ რაშიდ დოსთუმის რაზმებსა და ტაჯიკი საველე მეთაურის, უსტად ატა მოჰამადის შეიარაღებულ შენაერთებს შორის.
XS
SM
MD
LG