Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელები “ ბოროტების ღერძის” შესახებ ბუშისეული გამონათქვამის თაობაზე


ევროპის კავშირს პრეტენზია აქვს აქტიურად მონაწილეობდეს გლობალურ პოლიტიკაში. მაგრამ კავშირის პოლიტიკოსები, გადამაწყვეტ მომენტში ან ამერიკას ამოეფარებიან ხოლმე უკან,

ან კიდევ უუნარობას ამჟღავნებენ, ჰქონდეთ თავიანთი მყარი პოზიცია, განსხვავებული ოკეანისგადაღმელი, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მძლავრი პარტნიორისგან. ასე იყო ამჯერადაც მას მერე, რაც ჯორჯ ბუშმა ახლა უკვე სახელგანთქმული “ბოროტების ღერძი” ახსენა, ევროპაში ჩუმი ჩოჩქოლი ატყდა, იქაურმა პოლიტიკოსებმა ან თავი აარიდეს ვაშინგტონის სტრატეგიული ხაზის ახლებური ფორმულირების კომენტარს, ან კიდევ თავი ისე მოაჩვენეს საზოგადოებას, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგეს. შეგახსენებთ, რომ ერისადმი თავის მიმართვაში, ამერიკის პრეზიდენტმა ირანს, ერაყს და ჩრდილოეთ კორეას “ბოროტების ღერძი” უწოდა.

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებელი პირია ხავიერ სოლანა, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი. ასეთი იყო მისეული კომენტარი. [სოლანას ხმა] “არ ვიცი. ყველას თავისებურად ესმის “ბოროტების ღერძის” აზრი. ჩემი გაგებით, ამ ნათქვამში ღრმა არ უნდა იყოს, მაგრამ მესმის, რომ ამერიკელების ენაზე, ის რაღაცას შეიძლება ნიშნავდეს”.
ბრიუსელში, ევროპის კავშირს ჟურნალისტები შეახსენებენ, რომ შეერთებული შტატების ყველა შეტევა “ბოროტების ღერძზე” გავლენას მოახდეს ევროპის კავშირისეულ დოქტრინაზე, ამავე ქვეყნებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ. ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნები ირანთან თანამშრომლობას და ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობათა ნორმალიზებას თვლიდნენ სამომავლო ამოცანად. ერაყის მიმართ კი სანქციების გაუქმება მიაჩნდათ სწორად. ევროპის საგარეო საქმეთა კომისრის კრის პატენის წარმომადგენელმა გუნარ ვიგანდმა ორშაბათს თქვა, რომ კომისარს მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივად მიაჩნია და ამ შემთხვევაში არ იზიარებს ვაშინგტონის პოლიტიკას. ჩვენ ამგვარ სიტყვებს არ ვიყენებთ, თქვა ვიგანდამა “ბოროტების ღერძის” შესახებ. ჩვენ დიალოგს და დაახლოებას ვამჯობინებთ, განმარტა მან.
ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში პირდაპირი კომენტარი ბუშის გამონათქვამს არ გაუკეთეს. თვით კავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ესპანეთის პრემიერმა ხოსე მარია ასნარმაც არ გამოაქვეყნა თავისი “პრეზიდენტის განცხადება”, რომელიც ჩვეულებრივ მოჰყვება ხოლმე ასეთ შემთხევას. თუმცა “ასოშიეიტედ პრესმა” გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ასნარს საკმარისად რეალისტური პოზიცია ჰქონია და უთქვამს, ევროპის კავშირი ვაშინგტონთან დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილებით ვერაფერს მოიგებსო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG