Accessibility links

დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას


დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას ეროვნული არმიის შექმნაში დახმარება შესთავაზა.

დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას ეროვნული არმიის შექმნაში დახმარება შესთავაზა.
ეს საკითხი განიხილებოდა დღეს ქაბულში გამართულ მოლაპარაკებებზე ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჰამიდ კარზაისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ჯეფრი ჰუნს შორის. კარზაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდეზში საველე მეთაურებს შორის შეტაკება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ეროვნული არმიის შექმნას. [კარზაის ხმა] ”სამწუხაროდ, გარდეზში ეს უსიამოვნო რამ მოხდა და ჩვენ ერთგვარად მოველოდით ამას. მე მთელი ამ დროის მანძილზე ვიცოდი, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც ძალიან დასანანია. ყოველივე ეს კიდევ ერთი მიზეზია საიმისოდ, რომ ავღანეთის ეროვნული არმია შევქმნათ რაც შეიძლება სწრაფად და დახმარება შევუწყვიტოთ ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებს”, განაცხადა ჰამიდ კარზაიმ.
XS
SM
MD
LG