Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ პერლის


პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ პერლის ბედი განიხილებოდა დღეს ისლამაბადში გამართულ მოლაპარაკებებზე

პაკისტანში გატაცებული ჟურნალისტის, დენიელ პერლის ბედი განიხილებოდა დღეს ისლამაბადში გამართულ მოლაპარაკებებზე
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, კენეთ დამსა და პაკისტანის პრეზიდენტს, ფერვეზ მუშარაფს შორის. პაკისტანის პოლიცია 23 იანვრიდან აქტიურად ეძებს კარაჩიში გატაცებულ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტს. გამტაცებლები უკანასკნელად 6 დღის წინ შევიდნენ კონტაქტში ხელისუფლებასთან და დაიმუქნენ, რომ მოკლავენ მძევალს. ”უოლ სტრიტ ჯორნალის” მთავარმა რედაქტორმა პოლ სტაიგერმა და ჟურნალისტის მეუღლემ გამტაცებლებს მოუწოდეს, მათ დაუკავშირდნენ. პაკისტანის პოლიციის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ პერლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დადგენილია სამი მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა. გამტაცებლები ითხოვდნენ შინ დაებრუნებინათ ყველა პაკისტანელი, რომლებიც ავღანეთში აიყვანეს ტყვედ და კუბაში, გუანტანამოში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე გააგზავნეს.
XS
SM
MD
LG