Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მზადაა მოლაპარაკებები გამართოს გაერთიანებული


ერაყი მზადაა მოლაპარაკებები გამართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან წინასწარი პირობების გარეშე, განაცხადა დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა.

ერაყი მზადაა მოლაპარაკებები გამართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან წინასწარი პირობების გარეშე, განაცხადა დღეს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა.
ანანის სიტყვებით, მოლაპარაკებების შესახებ წინადადებას შეიცავდა ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი. ანანი იტყობინება, რომ უახლოეს დროში იგი ერაყის დელეგაციასთან მოითათბირებს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს ბაღდადი გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც ერაყის სამხედრო პროგრამის კონტროლს ეხება. რეზოლუციებით, კერძოდ, გათვალისწინებულია ერაყში გაეროს ინსპექტორების დაბრუნება. სამი წლის წინ სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ინსპექტორები ქვეყნიდან გააძევა. როგორც ვარაუდობენ, გაეროს გენერალურ მდივანსა და ერაყის დელეგაციას შორის მოლაპარაკებებზე განხილულ იქნება ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გადახედვის საკითხი.
XS
SM
MD
LG