Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და ირანი სულ უფრო


ისრაელი და ირანი სულ უფრო მკვეთრი განცხადებებით ესხმიან ერთმანეთს თავს.

ისრაელი და ირანი სულ უფრო მკვეთრი განცხადებებით ესხმიან ერთმანეთს თავს.
ირანის თავდაცვის მინისტრმა ალი შამხანიმ ისრაელს ბრალი დასდო იმაში, რომ იგი შეიმუშავებს გეგმას ირანის ობიექტებზე, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურებზე, დარტყმების განსახორციელებლად და განაცხადა, რომ გარდაუვალი იქნება საპასუხო, გამანადგურებელი დარტყმა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა, თავის მხრივ, ირანს ბრალი დასდო ლიბანში ეგრეთწოდებული ”ისლამური რევოლუციის გუშაგების” შეგზავნაში და ექსტრემისტული დაჯგუფება ”ჰესბოლასთვის” ათასობით სამხედრო რაკეტის მიწოდებაში. იანვარში ისრაელის სანაპირო დაცვამ წითელ ზღვაში დააკავა გემი, რომელიც ირანული წარმოების უახლესი იარაღით იყო დატვირთული. იარაღი პალესტინელებისთვის იყო განკუთვნილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ დღეებში ირანს, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას უწოდა ქვეყნები, რომლებიც გლობალური უშიშროებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG