Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს საგანგებო სიტუაციების მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს საგანგებო სიტუაციების მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა,
რომ ერთ კვირაში “ქართველ კოლეგებთან ერთად წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა” პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილთა სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ამის შესახებ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან. შოიგუსთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა “მზად არის, მიიღოს აუცილებელი ერთობლივი ზომები დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით”. როგორც სერგეი შოიგუმ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტმა პუტინმა “გასცა განკარგულება, რომლის თანახმად პანკისის ხეობიდან დევნილთა სამშობლოში დაბრუნებისკენ მიმართული ღონისძიებები ქართველ პარტნიორებთან ერთად უნდა გატარდეს”.
XS
SM
MD
LG