Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი მზად არის, განიხილოს თბილისის


მოსკოვი მზად არის, განიხილოს თბილისის წინადადება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის შესახებ.

მოსკოვი მზად არის, განიხილოს თბილისის წინადადება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის შესახებ.
ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით,. “ინტერფაქსის” სააგენტო იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვსა და თბილისს შორის წინასწარი წესით უკვე “შეთანხმებულია დსთ-ის კოლექტიური ძალებისათვის მიმდინარე წლის 30 ივნისამდე მანდატის გაგრძელებისა და საქართველოს წინადადებათა განხილვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი”. სამშვიდობო ძალების მანდატს ვადა გასული წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. საქართველოს განცხადებით, ხელისუფლება ოფიციალურად გააფორმებს მანდატის გაგრძელების საკითხს თუ სამშვიდობო ოპერაციათა ხასიათი და ფორმატი შეიცვლება.
XS
SM
MD
LG