Accessibility links

დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ


დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე შეხვდა

დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე შეხვდა
მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის პროექტის მენეჯერს ანტი ტალვიტიეს, ეკონომიკურ საკითხებში მსოფლიო ბანკის კონსულტანტს რობერტ ნუტერს და შესყიდვების საკითხებში ამავე ორგანიზაციის კონსულტანტს ჰერეს რენზოლს. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის “საქართველოს გზების პროექტის” მიმდინარეობა განიხილეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ეს პროექტი უკვე 2 წელია ხორციელდება და მისი მიზანია 740 კილომეტრი საავტომობილო გზის ზედაპირის რეაბილიტაცია. 4 წლის განმავლობაში ამ პროექტის განსახორციელებლად უნდა დაიხარჯოს 55 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც 40 მილიონი დოლარის დაფინანსება მსოფლიო ბანკმა უნდა უზრუნველყოფს, 15 მილიონისა კი – საქართველოს მხარემ.
XS
SM
MD
LG