Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან ერთად


შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან ერთად ხელი მოაწეროს ფორმალურ შეთანხმებას ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ,

შეერთებული შტატები მზადაა რუსეთთან ერთად ხელი მოაწეროს ფორმალურ შეთანხმებას ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ,
განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა. სამშაბათს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერენ შეტევითი ბირთვული არსენალის რადიკალურ შემცირებას. ერაყთან დაკავშირებით საუბრისას პაუელმა მოუწოდა სადამ ჰუსეინს, ქვეყანაში დაუშვას გაეროს სამხედრო ექსპერტები. სახელმწიფო მდივნის სიტყვებით, ბაღდადმა მსოფლიოს უნდა დაუმტკიცოს, რომ არ მუშაობს მასობრივი განადგურების იარაღზე.

XS
SM
MD
LG