Accessibility links

logo-print

წლევანდელი წლის ბიუჯეტის დეფიციტი 220 მილიონი ლარი იქნება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მთავრობამ გამოაქვეყნა ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ კანონშია დაფიქსირებული პარამეტრები.


ცხარე საბიუჯეტო ბატალიების შემდეგ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრები 2002 წლისათვის შემდეგნაირად გამოიყურება: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, გრანტების ჩათვლით, დაგეგმილია 1 მლრდ 039 მლნ 869 ათასი ლარის დონეზე. აქედან, საკუთარი შემოსავლები უდრის 962 მლნ 369 ათას ლარს, მათ შორის, საერთო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა შეადგენს 804 მლნ 700 ათას ლარს. აღნიშნული თანხიდან საგადასახადო დეპარტამენტის წილად მოდის 444 მლნ 400 ათასი ლარი, საბაჟოზე - 333 მლნ 800 ათასი ლარი.

2002 წელს არასაგადასახადო შემოსავლებმა უნდა შეადგინოს 156 მლნ 969 ათასი ლარი. სპეცფონდებში შემოსავლები 196 მლნ 300 ათასი ლარის დონეზეა დაფიქსირებული, რომელთაგან 154 მლნ მოდის სოცუზრუნველყოფის ერთიან ფონდზე, 42 მლნ 300 ათასი ლარი - საგზაო ფონდზე. ამასთან, 2002 წლის 1 იანვრიდან დასაქმების ფონდი გაუქმებულია და ყველა ხარჯი განხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.

წელს გრანტების სხით ვარაუდობენ 77 მლნ 500 ათასი ლარის მიღებას, მათ შორის ევროგაერთიანების სასურსათო უზრუნველყოფის ფარგლებში - 23 მლნ 400 ათასი ლარს, ევროგაერთიანების სპეციალური ფინანსური დახმარების პროგრამით - 22 მლნ 300 ათას ლარს, ხოლო მსოფლიო ბანკის საინვესტიციო პროექტების გრანტების ხარჯზე - 10 მლნ 800 ათას ლარს; სხვა გრანტებზე მოდის 21 მლნ ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეადგენს 1 მლრდ 259 მლნ 527,5 ათას ლარს. ანუ
2002 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი დაფიქსირებულია 219 მლნ 658,5 ათასი ლარის დონეზე. მათ დასაფარად შიდა წყაროებიდან იგეგმება 66,7 მლნ ლარის მიმართვა, მათ შორის: 30 მლნ ლარი - ეროვნული ბანკის ახალი კრედიტია მთავრობისადმი, 20 მლნ ლარის მიღებას ვარაუდობენ სახხაზინის ვალდებულების გამოშვებისაგან, 15 მლნ ლარია - სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისაგან, 14 მლნ 558,5 ათასი ლარს შეადგენს თავისუფალი საბიუჯეტო სახსრების ანგარიშების ნაშთი. სახბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად საგარეო წყაროებიდან იგეგმება 140,1 მლნ ლარის მიმართვა, მათ შორის: 40,9 მლნ ლარი - მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი კრედიტია, 99,2 მლნ ლარი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და რიგი სახელმწიფოების საინვესტიციო ხასიათის გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები.

2002 წლის სახბიუჯეტის პროექტში დაფიქსირებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამტრები. მშპ-ს ზრდა - 3,5 პროცენტით, ინფლაციის - 5 პროცენტით. მშპ ნომინალურ გამოსახულებაში შეადგენს 6,5-6,6 მლრდ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დამოკიდებულება (გრანტების ჩათვლით) მშპ-სადმი 16,3 პროცენტს უდრის, საგადასახადო შემოსავლების დონე მშპ-თან დაკავშირებით - 14,4 პროცენტს. ეს მაჩვენებელი ოდნავ გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით. თუმცა, მაინც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

საბიუჯეტო პარამეტრების ყველა გათვლა გაკეთდა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსიდან გამომდინარე. ბიუჯეტის მიხედვით იგი 2,15-ის ნიშნულზეა დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG