Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ


ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ამნესტი ინტერნეშნელმა” დაგმო ისრაელის არმიის ტაქტიკა პალესტინელთა ტერიტორიებზე და ის ჟენევის კონვენციის დარღვევად შეაფასა.

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ამნესტი ინტერნეშნელმა” დაგმო ისრაელის არმიის ტაქტიკა პალესტინელთა ტერიტორიებზე და ის ჟენევის კონვენციის დარღვევად შეაფასა.
“ამნესტის” თანხმად, განზრახ მკვლეობა, არაადამიანური წამება და შენობების უკანონო დანგრევა ჟენევის მეოთხე კონფენციის სერიოზული დარღევავაა.
ორგანიზაციამ დაგმო ახლო აღმოსავლეთში მოქმედი შეიარაღებული პალესტინელების “ჰამასისა და “ისლამური ჯიჰადის” სახელით ცნობილ ჯგუფებიც.
დღეს ისრაელის პრემიერი არიელ შარონი ვაშინგტონში ბუშთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. მას სურს ვაშინგტონს იასირ არაფათთან ურვთიერთობის გაწვეტა სთხოვოს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა თქვა დღეს, რომ
არაფათის გარდა მოლაპარაკების სხვა პარტნიორის მოძებნა საეჭვოა.
დღეს იერუსალიმის დასავლეთში, სოფელ მაალეი ჰაჰამიშაში ერთმანეთს შეხვდენენ პალესტინის და ისრაელის პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ეს პირველი შეხვედრაა 2000 წლის სექტემბრის შემდეგ.
პალესტინელთა ტერიტორიებზე დღეს ერთი ისრაელი დაიღუპა, როცა ებრაელთა დასახლებას - იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - სროლა აუტეხეს პალესტინელებმა.
ეს ამბავი მოჰყვა დღეს ღაზის სექტორში ისრაელის ჯარისკაცის მიერ ნასროლი ტყვიით პალესეტინელი ახალგაზრდის სიკვდილს.

XS
SM
MD
LG