Accessibility links

ჰამიდ კარზაი ხვალ ეწვევა მეზობელ


ჰამიდ კარზაი ხვალ ეწვევა მეზობელ ქვეყანას.

ჰამიდ კარზაი ხვალ ეწვევა მეზობელ ქვეყანას.
კარზაისა და პაკისტანის პრეზიდენტ, ფერვეზ მუშარაფის შეხვედრაზე განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთია ავღანეთში თალიბანის მხარეზე მებრძოლი პაკისტანელების -ტყვედ აყვანილი ათასობით ადამიანის - სამშობლოში დაბრუნება. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მალე ავღანეთი ისევ გახსნის თავის საელჩოს ისლამაბადში. კარზაი შაბათს დაბრუნდება ქაბულში, საიდანაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. პაკისტანი და გაერთიანებული საამიროები არის ორი სულ 3 სახელმწიფოდან, რომლებიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას აღიარებდნენ. დღეს უფრო ადრე კარზაიმ განაცხადა, რომ მისი დროებითი მთავრობა არ ჩაერევა ქვეყნის გარდამავალი პერიოდის მთავრობის შედგენაზე საგანგებო კომისიის მუშაობაში. კომისიამ ქაბულში დღეს გამართა პირველი ოფიციალური სხდომა ე.წ. ”ლოია ჯირგას”, ანუ დიდი საბჭოს შემადგენლობის შესარჩევად. კომისიამ ხუთი თვეში უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი პერიოდის მთავრობა, რომელიც ქვეყანას წელიწადნახევარი, ანუ დემოკრატიული არჩევნების გამართვამდე უხელმძღვანელებს. კარზაიმ ქაბულში სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ ”ლოია ჯირგა” ავღანელებს თავიანთი ბედის განსაზღვრაში დაეხმარება: [კარზაის ხმა] "ჩვენ ხალხს უნდა თავისუფლება, გათავისუფლება ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოეთის ჩარევიდან და თავისუფლება, აირჩიოს ვღანეთის მთავრობა. ხალხს უნდა საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების მოპოვება. ჩემი რწმენით, ლოია ჯირგის ამრჩევი კომისიის შექმნით გამიზნულია ავღანელი ხალხისთვის მიცემა შესაძლებლობისა- თავად განსაზღვროს თავისი ბედი. ”
XS
SM
MD
LG