Accessibility links

logo-print

ამერიკული მასმედიის ცნობით, ამ ქვეყნის


ამერიკული მასმედიის ცნობით, ამ ქვეყნის მზვევრავი თვითმფრინავის გასროლილი ჭურვი, როგორც ჩანს, ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” მაღალი რანგის წევრების ჯგუფს მოხვდა.

ამერიკული მასმედიის ცნობით, ამ ქვეყნის მზვევრავი თვითმფრინავის გასროლილი ჭურვი, როგორც ჩანს, ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” მაღალი რანგის წევრების ჯგუფს მოხვდა.
დაუდასტურებელი ცნობებით, რომლებიც ოფიციალური პირების განცხადებებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს, უპილოტო თვითმფრინავმა (მას დისტანციური მართვით აკონტროლებენ) ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლა ადამიანების ჯგუფს და, სულ ცოტა, ერთი მათაგანი მოკლა. ცნობებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს ადამიანები ”ალ-ყაიდის” მაღალი რანგის წევრები იყვნენ, რახან მათ დასაცავად უშიშროების მკაცრი ზომები იყო მიღებული. იერიში განხორციელდა ორშაბათს ღამით, აღმოსავლეთი ავღანეთის ზავარ ხილის რაიონში. დღეს კი პაკისტანში განთავსებული საინფორმაციო სააგენტო ავღანეთის ისლამური პრესის მიერ გავრცელებული ცნობით, ქალაქ ზავარ ხილიში ამერიკული ჭურვი მოხვდა ახალგაზრდების ჯგუფს, რის შედეგადაც სამი ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა
XS
SM
MD
LG