Accessibility links

logo-print

ისრაელმა ბოლო დღე-ღამის მანძილზე მეორე


ისრაელმა ბოლო დღე-ღამის მანძილზე მეორე საჰაერო იერიში მიიტანა პალესტინელთა ხელმძღვანელობის შენობებზე.

ისრაელმა ბოლო დღე-ღამის მანძილზე მეორე საჰაერო იერიში მიიტანა პალესტინელთა ხელმძღვანელობის შენობებზე.
ეს თავდასხმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში მიჩნეულია მორიგ საპასუხო ზომად პალესტინელი შეიარაღებული პირის მიერ გუშინ სამი ისრაელის მოკვლაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არიელ შარონი ამჟამად ვაშინგტონშია და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შესახვედრად ემზადება. მოსალოდნელია, რომ ის ჯორჯ ბუშს სთხოვს პალესტინელთა ლიდერ იასერ არაფატთან ურთიერთობის შეწყვეტას. მაგრამ თეთრმა სახლმა უკვე მიანიშნა, რომ არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. არაფატმა დღეს ეგვიპტეში გამომავალ ჟურნალ ”ალ-მუსავართან” ინტერვიუში თავის შესაძლო შემცვლელებად დაასახელა ორი მოღვაწე - პარლამენტის თავმჯდომარე აჰმედ ყურეია და ”პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის” გენერალური მდივანი მაჰმუდ აბასი. არაფატი 60-იანი წლებიდან ხელმძღვანელობს პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციას და 1996 წელს პალესტინელთა თვითმმართველობის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ახალი არჩევნები დანიშნული არ არის.
XS
SM
MD
LG