Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ პავლო ლაზარენკოს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ პავლო ლაზარენკოს 90-იან წლებში ორი მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ პავლო ლაზარენკოს 90-იან წლებში ორი მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებენ.
ლაზარენკოსათვის ბრალდების წაყენების შესახებ განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ, მიკოლა ობიხოდმა, რომლის თქმით გამომძიებლებმა ლაზარენკოს საბანკო ანგარიშების შემოწმებისას მიაკვლიეს წყაროს, საიდანაც ფულს უხდიდნენ ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარისა და ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს. ობიხოდის განცხადებით, ლაზარენკომ 850 000 დოლარი გადაიხადა 1998 წელს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ვადიმ ჰეტმანის მოსაკლავად. მანამდე კი, 1996 წელს მოკლეს ბიზნესმენი ევჰენ შჩერბანი და მისი ცოლი, რისთვისაც ლაზარენკომ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გაიღო. დღეს უფრო ადრე გარცელებული ცნობით, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ლაზარენკოსათვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას. ლაზარენკო 1999 წლიდან შეერთებულ შტატებშია დაპატიმრებული. მას ბრალად ედება უკრაინაში სახელმწიფო თანხების მითვისება და თაღლითობა შეერთებულ შტატებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი უარყოფს მისთვის შეერთებულ შტატებში წაყენებულ ბრალდებებს, რომელთაც – მისი თქმით- პოლიტიკური სარჩული აქვს.
XS
SM
MD
LG