Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში მეამბოხეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში


ჩეჩნეთში მეამბოხეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12 იერიში მიიტანეს ფედერალური ჯარის პოზიციებზე.

ჩეჩნეთში მეამბოხეებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12 იერიში მიიტანეს ფედერალური ჯარის პოზიციებზე.
ამის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ. მისივე თქმით, დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი რუსი ჯარისკაცი. გარდა ამისა, მეამბოხეებმა გროზნოში იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების ჯიპზე, მოკლეს ერთი და მძიმედ დაჭრეს კიდევ ერთი ჯარისკაცი. ხოლო არღუნში მეამბოხეებმა ორი ოფიცერი დაჭრეს. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი დაუშინეს მეამბოხეთა პოზიციებს ჩეჩნეთის ხუთ რაიონში. დღესვე რუსეთის წარმომადგენელმა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა საკითხებში, ვლადიმირ კალამანოვმა გამოაცხადა სისხლის სამართლის ათზე მეტი საქმის აღძვრის შესახებ: ლაპარაკია რუსი ჯარისკაცების მიერ კანონის დარღვევაზე ბაში იურტში მეამბოხეთა ძებნისას.
XS
SM
MD
LG