Accessibility links

რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველოში მყოფი


რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები შინ დაბრუნების მიზანშეწონილობაში.

რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები შინ დაბრუნების მიზანშეწონილობაში.
როგორც ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრმა, ვლადიმირ იელაგინმა დღეს რადიო ”ეხო მოსკვის” უთხრა, ლტოლვილების დაბრუნება მათი სურვილების, აგრეთვე საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოხდება. რუსეთის ოფიციალური დელეგაცია დღეს უნდა ჩასულიყო თბილისში რეპატრიაციის საკითხზე მოსალაპარაკებლად. მაგრამ როგორც საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იუწყება, საქართველომ (შეხვედრისთვის უკეთ მოსამზადებლად) რუსულ მხარეს სთხოვა მოლაპარაკების ერთი კვირით გადადება. ცნობების თანახმად, პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რიცხვი 7700 აღწევს.
XS
SM
MD
LG