Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჰამიდ კარზაი, დღეს პაკისტანში ჩავიდა

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჰამიდ კარზაი, დღეს პაკისტანში ჩავიდა
და მოლაპარაკება გამართა ამ ქვეყნის პრეზიდენტთან ფერვეზ მუშარაფთან. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, დაივიწყონ თალიბანის მმართველობის პერიოდში წარმოქმნილი დაპირისპირება და ითანამშრომლონ, როგორც ეს მეზობლებს შეშვენით. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მუშარაფმა კარზაისა და მის მთავრობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. [ფერვეზ მუშარაფის ხმა] “ჩვენი სურვილია, ავღანეთთან ურთიერთობა ავაგოთ სუვერენობისა და თანასწორობის პრინციპებზე, ჩაურევლობისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ შევთანხმდით, არავის მივცეთ უფლება, ერთი ქვეყნის ტერიტორია მეორის ინტერესთა საზიანოდ გამოიყენოს.” ჰამიდ კარზაიმ მადლობა გადაუხადა მუშარაფს სამ მილიონამდე ავღანელი ლტოლვილის შეფარებისთვის.
XS
SM
MD
LG