Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობა სერიოზულად ართულებს ავღანეთის მთიან


დიდთოვლობა სერიოზულად ართულებს ავღანეთის მთიან რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას.

დიდთოვლობა სერიოზულად ართულებს ავღანეთის მთიან რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას.
ჩრდილოეთის რამდენიმე პროვინცია პრაქტიკულად მიუდგომელი შეიქნა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ქირაობენ შვეულმფრენებს, რომლებიდანაც ამ პროვინციების მოსახლეობას სურსათსა და მედიკამენტებს უყრიან. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა იმოგზაურეს ჰერათისა და ფარაჰის პროვინციებში, სადაც “სიღარაბის გამაოგნებელი სურათი” დახვდათ. შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული გაეროს “მსოფლიო სასურსათო პროგრამამ” ავღანეთში 200 000 ტონაზე მეტი სურსათი ჩაიტანა.
XS
SM
MD
LG