Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის სასამართლო აპირებს, მოუსმინოს ახალ

ჰოლანდიის სასამართლო აპირებს, მოუსმინოს ახალ მოწმეებს, რომლებიც სასამართლოს ჩვენებებს მისცემენ 1998 წელს, შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის თავზე, შეერთებული შტატების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქების საქმეზე.

შარშან, იანვარში, სასამართლომ ტერაქტის მომზადებაში დამნაშავედ სცნო ლიბიის სპეცსამსახურების თანამშრომელი ბასეტ ალ-მეგრაჰი, რომელიც ამჟამად სამუდამო პატიმრობაში იმყოფება. ახლა მოსამართლეები მეგრაჰის აპელაციას განიხილავენ. მისი ვექილების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში მოთავსებულ იქნა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, და არა მალტაში, როგორც ეს გამოძიებამ დაადგინა. ტერაქტის შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG