Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიციას განზრახული აქვს, ხვალ


პაკისტანის პოლიციას განზრახული აქვს, ხვალ ოფიციალურად აღძრას სისხლის სამართლის საქმე იმ სამი პირის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გატაცებაში.

პაკისტანის პოლიციას განზრახული აქვს, ხვალ ოფიციალურად აღძრას სისხლის სამართლის საქმე იმ სამი პირის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ამერიკელი ჟურნალისტის, დენიელ პერლის გატაცებაში.
სამივე ეჭვმიტანილი მიმდინარე კვირაში, კარაჩიში დააკავეს. დაკითხვისას მათ აღიარეს, რომ ელექტრონული ფოსტით აგზავნიდნენ წერილებს, რომლებშიც პერლს მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი დაკავებული პაკისტანის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, ხოლო დანარჩენი ორი – აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფების “ჯაიშ-ი-მოჰამადის” წევრია. პაკისტანის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს ჟურნალისტის გატაცებაში ოთხი ძირითადი ეჭვმიტანილის დაკავებას.
XS
SM
MD
LG