Accessibility links

logo-print

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ესპანეთის ქალაქ კასერესში, ახლო აღმოსავლეთის პრობლემას მიეძღვნა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა ესპანეთის ქალაქ კასერესში, ახლო აღმოსავლეთის პრობლემას მიეძღვნა.
ესპანეთმა, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს მორიგეობით, წამოაყენა წინადადება, რომ პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეები განათავსონ, შემოწმებულ იქნეს პალესტინელთა მტკიცება, რომ ავტონომიის ხელმძღვანელობამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები დააპატიმრა
და მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები, რათა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შეუწყვიტონ ყოველგვარი ფინანსური დახმარება. საფრანგეთმა მოუწოდა ისრაელს - აღიაროს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების აუცილებლობა და დაუშვას პალესტინელთა ტერიტორიებზე თავისუფალი არჩევნები, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკოსმა სამშვიდობო მოლაპარაკება წარმართოს ისრაელთან. საფრანგეთის ამ წინადადებას შეერთებულმა შტატებმა "არარეალური" უწოდა.
XS
SM
MD
LG