Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პოლიცია ვარაუდობს, რომ ისლამისტმა


პაკისტანის პოლიცია ვარაუდობს, რომ ისლამისტმა ექსტრემისტმა, აჰმად ომარ საიდ შეიხმა მოაწყო ქალაქ კარაჩიში 23 იანვარს გაუჩინარებული ამერიკელი ჟურნალისტის, დანიელ პერლის გატაცება.

პაკისტანის პოლიცია ვარაუდობს, რომ ისლამისტმა ექსტრემისტმა, აჰმად ომარ საიდ შეიხმა მოაწყო ქალაქ კარაჩიში 23 იანვარს გაუჩინარებული ამერიკელი ჟურნალისტის, დანიელ პერლის გატაცება.
ეჭვმიტანილი ექსტრემისტის რამდენიმე ნათესავი - დაპატიმრებულია; ლონდონიდან პაკისტანში ჩავიდა საიდ შეიხის მამა, რათა პოლიციას დაეხმაროს შვილის ძებნაში. ამასობაში, პაკისტანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გენერალმა რაშიდ კურეშიმ გააკრიტიკა პოლიციის საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ დანილ პერლს უახლოეს დღეებში ნახავენ. კურეშიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი ამ დანაშაულის ორგანიზატორებისა და შემსრულებელთა ვინაობა.
XS
SM
MD
LG